გახდით საზღვარგარეთის უნივერსიტეტების სტუდენტი ეროვნული გამოცდების გარეშე და მიიღეთ განათლება როგორც აკრედიტებულ ისე ლიცენზირებულ პროგრამებზე

სახელმწიფოს მიერ აღიარებულ აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს ვთავაზობთ სწავლას საზღვარგარეთ (სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი). ამ მიზნით, პირველ რიგში, გთავაზობთ გახდეთ აკრედიტებული ერევნის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტების (www.shirakatsi.org) სტუდენტი, თვეში 100 ლარად და დაასრულოთ ამ სასწავლებლის სრული კურსი, ან, სურვილის შემთხვევაში, ზედა კურსებიდან გადახვიდეთ ევროპის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებშიც სწავლის საფასური შედარებით მაღალია. აღსანიშნავია, რომ, ერევნის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტს აქვს უფლება წარმართოს განათლება ქართულ ენაზე. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ამირან აფციაური. საზღვარგარეთ ჩარიცხულთათვის სასწავლო პროცესი და ცოდნის პერიოდული შეფასება წარიმართება როგორც ადგილზე, თბილისის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე ან ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემიის (www.kiec.ge) კუთვნილ სასწავლო კორპუსში, ასევე ინტერნეტით (დისტანციურად), მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებლებთან. სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე სტუდენტებს შეუძლიათ იხილონ სასწავლო მასალა სპეციალობების მიხედვით და ჩააბარონ ტესტირებები პერიოდულად, სახლიდან გაუსვლელად. ამასთან, სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის საჭიროა პერიოდული გასვლა საზღვარგარეთ (რამდენიმე გასვლა 5-6 დღით). ეპიდემიამდე სისტემატურად ეწყობოდა და მომავალშიც განახლდება ერთკვირიანი საზაფხულო გასვლები სომხეთში. სტუდენტებს, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, ვერ შესძლებენ სწავლას საზღვარგარეთ, მინიმუმ ერთი კურსის დახურვის შემდეგ, შეუძლიათ გადმოვიდნენ მობილობით ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემიის ლიცენზირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ეკონომიკა, სამართალი, ტურიზმი, ფარმაცია და სხვა. მიღება 15 ოქტომბრამდე. საზღვარგარეთ სწავლის მსურველებმა, 5 ოქტომბრამდე, უნდა წარმოადგინონ საზღვარგარეთის პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რუსულად ნათარგმნი ატესტატის და ნიშნების ფურცლის დამოწმული ასლი, ჯანმრთელობის ცნობა და 6 ცალი ფოტო-სურათი 3Х4 - ზე. მიღება დაწყებულია, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ზემოთ მითითებულ ვებ-გვერდებზე. დაგვიკავშირდით: ტელეფონი: 593 471116, 514 01 01 71, (0431) 24 65 99 gegiaptsiauri@gmail.com