აბიტურიენტთა საყურადღებოდ

ახალგაზრდებს, რომლებმაც, შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოახერხეს მომზადება ეროვნული გამოცდებისათვის, ვთავაზობთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში პოლონეთის, უკრაინის და სომხეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში იურიდიულ და ეკონომიკურ სპეციალობებზე (წარმოების ეკონომიკა, ფარმაციის მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი). თქვენს სასწავლო პროცესს ერთობლივად უზრუნველყოფენ პოლონეთის უსაფრთხოების უმაღლესი სკოლა (ქალაქი ლოძი), პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემია (ქალაქი კიევი), ერევნის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი და ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია. ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება ვიდეოგაკვეთილები ერევნის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის მიერ. ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ვერ ფლობენ ინგლისურს, სასწავლო პროცესი ინტერნეტით წარიმართება ქართულად, ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემიის მიერ, რომელსაც გააჩნია ძლიერი კომპიუტერული ბაზა, ელექტრონული ბიბლიოთეკა და ტესტირების სისტემა. ახალგაზრდებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მიიღონ სასწავლო მასალები შესასწავლ დისციპლინებში. სემესტრის განმავლობაში ორი შუალედური ტესტირების შემდეგ, გექნებათ პერიოდული კონსულტაციები პედაგოგებთან (პირდაპირ ან დისტანციურად, ვითარების შესაბამისად). პოლონეთის შიგა უსაფრთხოების უმაღლეს სკოლაში http://wsbw.pl/o-szkole/ ბაკალავრის დიპლომის მიღებისათვის უნდა გაიაროთ სწავლების სამწლიანი კურსი. სწავლის დამამთავრებელ ეტაპზე საჭიროა გამგზავრება პოლონეთში 2 კვირით. წლიური საფასური 1500 დოლარი (300 დოლარი სექტემბერში და 100 დოლარი ყოველთვიურად) კიევის პერსანალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში http://maup.com.ua/ ბაკალავრის დიპლომის მიღებისათვის უნდა გაიაროთ სწავლების ოთხწელნახევრიანი კურსი. სწავლის დამამთავრებელ ეტაპზე საჭიროა გამგზავრება უკრაინაში 2 კვირით. სწავლის საფასური შეადგენს 800 დოლარს (200 დოლარი სექტემბერში და 50 დოლარი ყოველთვიურად) ერევნის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში http://shirakatsi.org/ ბაკალავრის დიპლომის მიღებისათვის უნდა გაიაროთ სწავლების ოთხწელნახევრიანი კურსი. აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტები 2018-19 წლებში ზაფხულობით 1 კვირით გადიოდნენ ერევანში. ვითარების შეცვლის გამო სისტემატური გასვლები აღარაა საჭირო, თუმცა არის სასურველი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებისათვის. სომხეთში სწავლის საფასური თბილისის მცხოვრებთათვის შეადგენს 500 დოლარს (200 დოლარი სექტემბერში და 25 დოლარი ყოველთვიურად) რეგიონის მცხოვრებთათვის საფასური 360 დოლარია (60 დოლარი სექტემბერში და 25 დოლარი ყოველთვიურად). გეძლევათ შანსი, მარტივად ჩაირიცხოთ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებში. ამასთან, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ უცხო ენის მინიმალურ დონეზე შესწავლას, ან ვერ გააგრძელებენ სწავლას, გადასახადის სიძვირის გამო, შეუძლიათ გადმოვიდნენ ქუთაისის ტექნოლოგიურ აკადემიაში, ლიცენზირებულ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგაც იმუშავებენ კერძო სექტორში. ლიცენზირებულ პროგრამებზე დისტანციურად სწავლის საფასური იმ ახალგაზრდებისათვის, ვისაც სურს სწავლა შეღავათიან პირობებში, თვეში 20 დოლარია (წელიწადში 240 დოლარი). სცადეთ თქვენი შანსი საზღვარგარეთ და თუ გაგიჭირდათ, გადმოდით მომავალ წელს ქუთაისის ტექნოლოგიურ აკადემიაში, რომელიც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კვლევების ცენტრი გახლავთ. დამატებითი ინფორმაცია უცხოურ უნივერსიტეტებზე იხილეთ სასწავლებლების ვებგვერდებზე წარმოსადგენი საბუთებია: 1. საერთაშორისო პასპორტი, ჯანმრთელობის ცნობა და ატესტატი (საჯარო რეესტრის აპოსტილით), ნათარგმნი იმ ქვეყნის ენაზე, რომელშიც გსურთ სწავლა. საბუთები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 2. 6 ფოტოსურათი საბუთების მიღება დაწყებულია შეკითხვები და განაცხადები გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე a.aptsiauri@mail.ru საბუთები გამოაგზავნეთ მისამართზე 125 Armenak Armenakyan St, Yerevan, Armenia. University of international relations ან გაპონოვის 11, ქუთაისი, 4600, ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია